მარიამ ბაიდოშვილის პერსონალური გამოფენა – „ლურჯი ამოსუნთქვა“ გაიხსნება
22 მაისს, არტკაფე „ტიფლის ბრანჩში“ მარიამ ბაიდოშვილის პერსონალური გამოფენა – „ლურჯი ამოსუნთქვა“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ თავად მხატვარმა განუცხადა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 40-მდე ახალი ფერწერული ტილო.
„ეს იქნება ახალი კოლექცია, რომელიც ბოლო პერიოდში შევასრულე, მთელი ზამთარი ანგელოზებს და ზამთარს ვხატავდი… ასე შეიქმნა სერია „ლურჯი ამოსუნთქვა“.
მარიამ ბაიდოშვილი დაიბადა 1989 წელს სიღნაღში, ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხელოვნების მაგისტრია სახვითი ხელოვნების სპეციალობით. უამრავ გამოფენაში მონაწილეობდა, 5 პერსონალური გამოფენის ავტორია. ამასთანავე, პ.ჰესლერის ფონდის კონკურსის პრიზიორია.
გამოფენა 4 ივნისამდე გასტანს.
მის: ლესელიძის №4.