ბათუმში, თევზაობისას, ანკესი ელექტროგაყვანილობის სადენს გამოედო – არიან დაშავებულები

0

ბათუმში, თევზაობის დროს, აფეთქების შედეგად, სამმა ადამიანმა სხეულის დამწვრობა მიიღო. შემთხვევა ანგისის დასახლებაში მოხდა. თვითმხილვლების ინფორმაციით, 58 წლის მამაკაცი და ორი 15 წლის მოზარდი მდინარეში თევზაობდა. თევზაობისას, სავარაუდოდ, ანკესი ელექტროგაყვანილობის სადენს გამოედო. მოკლე ჩართვას აფეთქების ხმა მოჰყვა. დაშავებული მამაკაცი რეფერალურ საავადმყოფოში, მოზარდები კი დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის ცენტრში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტების მიერ მიღებული დამწვრობა საკმაოდ მძიმეა.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი