შალვა პაპუაშვილი: დანამდვილებით ვიცი, რომ ამ მომენტისთვის „ლელო“ და „საქართველოსთვის“ არათუ ემზადებიან, უკვე აქტიურ მოქმედებებზე არიან გადასული, რეგიონებში მითითებები აქვთ მიცემული

,,დანამდვილებით ვიცი, რომ ამ მომენტისთვის „ლელო“ და „საქართველოსთვის“ არათუ ემზადებიან, უკვე აქტიურ მოქმედებებზე არიან გადასულები, რეგიონებში უკვე მითითებები აქვთ მიცემული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას არჩევნებზე წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

„როგორ შეიძლება, უცხოელის წინაშე ცალ ფეხზე მდგომ ოპოზიციას არჩევნებზე რაიმე წარმატების იმედი ჰქონდეს. ესეც ხომ ბუნებრივია. ოპოზიცია ამომრჩეველს ჰპირდება ერთადერთ რამეს, რომ იმოქმედებენ გარედან მიღებული რეკომენდაციებით, რჩევებით, თუ მითითებებით. ოპოზიცია და „ენჯეო“ სექტორი დღეს საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთ რამეს საყვედურობენ, ევროკომისიის პრესმდივნის თანაშემწე რომ გეუბნება, რატომ არ უჯერებ ევროკომისიის პრესმდივნის თანაშემწესო. ამ დონეზე ესმით მათ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ჩვენ ვუჯერებთ მხოლოდ ქართველ ხალხს. ეს არის მათთვის პრობლემა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები