წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოთხი ცხენი მოიპარეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში 4 ცხენი მოიპარეს.
ცხენების პატრონების ინფორმაციით, ისინი ეზოში ყავდათ დაბმული, დილით კი აღარ დახვდათ.
ცნობისთვის, მოპარული ცხენებიდან ერთ-ერთი წლების განმავლობაში, ფაეტონით, ქვეყნის მასშტაბით გამართულ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობდა. “კვირას” აღნიშნული ინფორმაცია შს სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, გამოძიება სსკ-ის 177-ე ქურდობის მუხლითაა დავიწყებული და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები