გორში, იეჰოვას “სამეფო დარბაზს”, სავარაუდოდ, იარაღიდან ესროლეს

გორში, იეჰოვას მოწმეების “სამეფო დარბაზს”, სავარაუდოდ, იარაღიდან ესროლეს და წარწერა “იწამეთ ღმერთი ჩვენი” დატოვეს. შემთხვევა 15 მაისს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შენობას სანადირო თოფიდან ესროლეს.

თუმცა, აღნიშნულს შს სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, რადგან მიმდინარეობს შესაბამისი ექსპერტიზა.

როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით – 187-ე და 156-ე მუხლების პირველი ნაწილით – მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და ადამიანის დევნას აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები