თბილისში მამაკაცს, რომელიც გოგონას სწერდა, უკანონოდ უთვალთვალებდა და აკონტროლებდა, 9 თვე მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადევნებაში ბრალდებული ს.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ს.მ. სოციალური ქსელისა და სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ცდილობდა ა.ტ.-სთან მისთვის არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას და უკანონო თვალთვალს, აკითხავდა სხვადასხვა ადგილებში და  მის გაკონტროლებას ცდილობდა.  ასევე ს.მ.-მ დაზარალებულს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა  და ემუქრებოდა, რომ ყველგან ნახავდა და  მის ქცევას გააკონტროლებდა. აღნიშნული ქმედების შედეგად ა.ტ. მუდმივად განიცდიდა შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც იწვევდა მის ტანჯვას და  მუდმივი თვალთვალის გამო ვერ ახერხებდა თავისუფლად გადაადგილებას.

სამართალდამცველებმა ს.მ. 2018 წლის 11 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ს.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 თვით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები