წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის შეურაცხყოფასა და დაუმორჩილებლობაზე ფულადი ჯარიმები იზრდება

პარლამენტმა 80 ხმით, შს სამინისტროს პროექტი დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის შეურაცხყოფასა და დაუმორჩილებლობაზე ფულადი ჯარიმები იზრდება.

პროექტი, რომელიც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას გულისხმობს, კრძალავს საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდებას და სხვა ამგვარი მოქმედებას.
ამასთან, პროექტის თანახმად, თუ პირი საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე, ნაცვლად 100 ლარისა.

გარდა ამისა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორცილება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 4000 ლარამდე.

მოქმედი ნორმით, აღნიშნული ქმედებებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 250-დან 2 000 ლარამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები