კონტრაქციაზე დაკავებულებს ჯარიმის გადახდა დაეკისრათ

რუსთაველის გამზირზე, კონტრაქციაზე დაკავებულ 10 პირს სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სამ პირს 300, ორს 250 ლარიანი, აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი მოსამართლემ სიტყვიერად გააფრთხილა.

რაც შეეხება აქტივისტ  გიორგი გაბედავას, მას 450 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

კონტრაქციის მონაწილეები თვლიან, რომ ისინი უსამართლოდ დააკავეს და ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები