კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში, 19 მაისს, აქცია – „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში, 19 მაისს, აქცია – „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. აქციის ფარგლებში, მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.

ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი ამ დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ ირინე კოშორიძის ლექციას “მუზეუმი საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში “.
ლექციაში საუბარი იქნება მუზეუმისათვის მეტად ძნელსა და საინტერესო პერიოდზე, როდესაც გეოპოლიტიკურმა კატაკლიზმებმა რადიკალური ცვლილებები გამოიწვია და გავლენა მოახდინა ახალი მიზნებისა და ამოცანების დასახვისა და მათი გადაჭრის გზებზე.

 ქართველი მეცნიერი მიხეილ მაჩაბელი იწყებს ისეთი პროექტების გახორციელებას, რომლებმაც შემდგომში საფუძველი მოუმზადა ამ მიმართულების უფრო გაფართოებას და საბოლოოდ ქართული ხალხური და დეკორატიული ხელოვნების მუზეუმად  ჩამოყალიბებას.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები