რუსთავში ავარია მსხვერპლით დასრულდა

რუსთავში, გზირიშვილის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს გულის პრობლემა ჰქონდა, რის შედეგადაც, საჭის დამორჩილება ვეღარ შეძლო.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მულის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მათივე ცნობით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები