შს მინისტრის მოადგილე: კლუბების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის მიმართულებით გამოძიება ჯერ არ დაგვისრულებია

ყველა გამსაღებელი, რომელიც იდენტიფიცირებული იყო, დაკავებულია, მათ შორის ერთი კლუბის ტერიტორიაზე, ხოლო 7 – გარეთ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება კლუბების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას, მეზვრიშვილის თქმით, შსს–ს ამ მიმართულებით გამოძიება ჯერ არ დაუსრულებია.

“ყველა გამსაღებელი, რომელიც იდენტიფიცირებული იყო, დაკავებულია, მათ შორის ერთი კლუბის ტერიტორიაზე, ხოლო 7 – გარეთ. რაც შეეხება ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას, ჩვენ ამ მიმართულებით გამოძიება ჯერ არ დაგვისრულებია. გამოძიება გრძელდება, დადგინდება შესაბამისი კონტაქტები, მოპოვებული იქნება მტკიცებულებები და თუკი ასეთი მტკიცებულებები გვექნება, შესაბამისი პირები მიეცემიან პასუხისგებაში“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები