ქუთაისში თურქული კომპანიის ოფისი დააყაჩაღეს

ქუთაისში თურქული კომპანიის „ლუქს კარადენის“ ოფისი დააყაჩაღეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ოფისში ორი პირი შეიჭრა, 20-მდე გზავნილი წაიღეს და მიიმალნენ.
“კვირას” აღნიშნული ფაქტი შს სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული კი თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, ამ დრომდე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები