ღამის კლუბებში ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებულ რვა დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
დაკავებულთა ადვოკატები კი დღევანდელ პროცესზე მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ.
სხდომას დაკავებულების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს კლუბ „ბასიანსა“ და „კაფე გალერიში“ ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავა.
შსს-ში 12 მაისს სპეციალური ბრიფინგი გაიმართა და აღნიშნულ საქმეზე ვიდეომასალა გასაჯაროვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები