დიაბეტის მსოფლიო ფონდის დაფინანსებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დიაბეტის მართვის პროგრამა განხორციელდება

ქვემო ქართლის 4 მუნიციპალიტეტში 2018 წლის 1-ელი მარტიდან სამწლიანი პროექტი დაიწყო, რომელიც მეორე ტიპის დიაბეტის გამოვლენას, მართვის გაუმჯობესებასა და სკრინინგს გულისხმობს.

პროგრამის განხილვის სამუშაო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, რომელსაც პროექტში ჩართული ოთხივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან მინდელმა შეკრებილ საზოგადოებას იმ პროექტის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომელიც 3 წლის განმავლობაში განხორციელდება.

ადგილობრივ დონეზე მოხდება რისკ ჯგუფების დასკრინინგება სოფლის ექიმებისა დაწითელი ჯვრის მობილური ჯგუფის მიერ, რომელიც იმოძრავებს მუნიციპალიტეტის სოფლებში და გააკეთებს ტესტირებას. პროგრამა მუნიციპალიტეტის მედპერსონალის გადამზადებასაც მოიცავს.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ადვოკატირებაც. მოხდება ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუშაობა, არსებული პრობლემატიკის გამოვლენა დიაბეტის მართვის კუთხით და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება. გარდა ამისა ჩატარდება 2 კვლევა სამედიცინო პერსონალს, მოსახლეობასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის.

კვლევის მიზანია არსებული მდგომარეობის გამოვლენა, კერძოდ როგორია მოსახლეობაში მეორე ტიპის დიაბეტთან დაკავშირებით ცოდნის დონე, რა პრობლემა აქვს მედპერსონალს მეორე ტიპის დიაბეტის მართვაში და როგორ შეიძლება მოხდეს მუნიციპალური დაფინანსების მოპოვება.

პროექტის დასასრულს ჩატარდება დასკვნითი შეფასებითი კვლევა, რომელიც სამი წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების პროგრესს გამოავლენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები