დღეს თბილისის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნება

დღეს, თბილისის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება.
ფესტივალი 19 მაისამდე გაგრძელდება და თბილისს 21 ქვეყნიდან 24 ავტორი ეწვევა.
ორგანიზატორთა ცნობით, თბილისს ესტუმრებიან: პოეტები, პროზაიკოსები და საბავშვო მწერლები აშშ-დან, იტალიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, ბრაზილიიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, ისრაელიდან…
პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს და პანელ-დისკუსიებს.
შეხვედრები გაიმართება: მწერალთა სახლში, „კავკასიურ სახლში“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეფო უბნის თეატრში, ავსტრიულ ბიბლიოთეკაში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები