ფოლკლორის ცენტრში ნიკო ფიროსმანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

5 მაისს, 18 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ,,გალერეაში”,  ნიკო ფიროსმანის 100 წლისთავისა და ასოციაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნება.
გამოფენა ნიკო ფიროსმანის სახელობის საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაციის ინიციატივით გაიხსნება,  ორგანიზატორი და მხარდამჭერია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.
როგორც „კვირას“ ფოლკლორის ცენტრიდან აცნობეს, გამოიფინება ასოციაციის წევრი 22 მხატვრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ასამდე ნიმუში – სხვადასხვა მეთოდით (ჭედურობა, ფილიგრანი) შესრულებული საიუველირო ნაკეთობები.
ფიროსმანის სახელობის საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაცია დაფუძნდა 1988 წელს. ატარებს შემოქმედებით ღონისძიებებს: ძირითადად, აწყობს გამოფენებს საქართველოსა თუ საზღვარგარეთ. ასოციაციაში გაერთიანებულია 64 ქართველი და უცხოელი მხატვარი – პროფესიონალებიც და თვითნასწავლებიც.
ექსპონატები გამოირჩევა მრავალფეროვნებით, დახვეწილი ტექნიკითა და ტრადიციული ქართული ხელწერით.

გამოფენა   21 მაისს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები