მთავარმა პროკურატურამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე საქალაქო სასამართლოს მიმართა

სპეცოპერაციისას დაკავებული 8 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

როგორც „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, 8 პირის მიმართ ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ამასთან, საქმის მასალები უკვე გადასცეს ბრალდებული პირების ადვოკატებსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს, გამთენიისას, კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ 8 ნარკორეალიზატორია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები