ადვოკატი ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ერთ-ერთ პირზე: ძალინ დეპრესიულ მდგომარეობაშია, ნერვიულობს

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ერთ-ერთი პირის ადვოკატის, გია გოროზიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დეპრესიულ მდგომარეობაშია, ნერვიულობს და არ იცის, რას ეფუძნება მის მიმართ წარდგენილი ბრალდება.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-გასაღებას. ის არის ძალინ დეპრესიულ მდგომარეობაში, ნერვიულობს და წარმოდგენა არა აქვს, რა მტკიცებულებებს ეყრდნობა ბრალდების მხარე და რას ედავება გამოძიება”,- განაცხადა გოროზიამ.

თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატი – გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ისევ დუმილის უფლებას იყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები