რუსთაველის გამზირზე სამი ადამიანი დააკავეს

საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე სამი ადამიანი დააკავა. პარლამენტის წინ, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. როგორც ერთ-ერთმა დაკავებულმა განაცხადა, ისინი აქციის მონაწილეები არ არიან.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, 5 კარავი წუხელ დადგეს. აქციის მონაწილეები კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები