ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ

ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.
ადვოკატ ნინო ლალიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილით წარუდგინეს, რაც თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ითვალისწინებს.
“იგი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. მას კლუბური ნარკოტიკის, ე.წ. ექსტაზის დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა-გასაღება ედება ბრალად. იგი ბრალს არ აღიარებს, ველოდებით მტკიცებულებების გადმოცემას”, – განაცხადა ნინო ლალიაშვილმა.
ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვენ.
ისინი შესაბამის შუამდგომლობას სასამართლო პროცესზე დააყენებენ, რომელიც სავარაუდოდ, ხვალ ან ორშაბათს გაიმართება.
ცნობისთვის, წუხელ კლუბ “ბასიანსა“ და კაფე “გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში ბრალდებული 8 პირი.ამჟამა
დ, პარლამენტის შენობასთან აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ“ მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები