სუს-ის გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ორი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, 11 მაისს, თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი, სახელმწიფო უსაფრთხოების რიგითი, 1995 წელს დაბადებული ზ.კ. და 1985 წელს დაბადებული მოქალაქე მ.ს. ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.  გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები