კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელი – ზვიად გელბახიანი გაათავისუფლეს

ცოტა ხნის წინ, კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი – ზვიად გელბახიანი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ზვიად გელბახიანი საპატიმროდან პირადი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.
ცნობისათვის, კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გუშინ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ზვიად გელბახიანი რუსთავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იყო გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები