შსს: ნარკოტიკული საშუალებების ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია, რომელიც სპეცოპერაციისას დააკავეს

ნარკოტიკული საშუალებების ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია. ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დაცვის წევრის დაკავება კლუბში განხორციელდა.
ბორცვაძის ინფორმაციით, პირადი ჩხრეკისას, მისგან დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
„ნარკორეალიზატორების მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არეალს წარმოადგენდა სწორედ კლუბების ტერიტორია.
ნარკოტიკული საშუალებების ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია. მისი დაკავება კლუბში განხორციელდა. პირადი ჩხრეკისას, მისგან დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები იქნა ამოღებული.
შესაბამისად, მოსამართლის განჩინებით, 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ანუ სწორედ იმ დროს, როდესაც გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით, კლუბებში უნდა მომხდარიყო ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის, მძიმე და სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების გასაღება, რასაც შესაძლოა, კვლავ მოჰყოლოდა სიცოცხლისათვის საშიში შედეგი, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები