ჩრდილო-დასავლეთ იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ჰაგანოს პრეფექტურაში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის სეისმოლოგიური სამსახური ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის კერა მიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობს.
მიწისქვეშა ბიძგები იაპონიის კიდევ 12 პრეფექტურაში იგრძნობოდა. ამ დროისთვის ინფორმაცია გარდაცვლილთა, დაშავებულთა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები