ლენტეხში ეკოლოგიური და სპორტულ-კულტურული ღონისძიებები გაიმართა

    ლენტეხის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური და სპორტულ-კულტურული ღონისძიებები მოეწყო. აქცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ფარგლებში გაიმართა და მას ორგანიზება ადგილობრივმა მოსახლეობამ და არასამთავრობო ორგანიზაცია – “რეგიონალური განვითარების ახალგაზრდული ფონდის” წარმომადგნელებმა გაუწიეს.
დაბა ლენტეხში პროექტის ორგანიზატორებმა ხეები დარგეს. ასევე მოეწყო დასუფთავების აქცია და გაიწმინდა მეწყერის შედეგად დაგროვებული ნაგავი.
ლენტხში შეიქმნა ახალგაზრდული კლუბი, სადაც მოხდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასარგებლო ღონისძიებების დაგეგმვა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა მოგვიანებით სპორტულ კომპლექსს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები