პოლიციამ დიდუბეში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1950 წელს დაბადებული გ.ც. თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, გუშინ გვიან ღამით მომხდარი დაჭრის ფაქზე ცხელ კვალზე დააკავეს – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, 1989 წელს დაბადებულ კ.გ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, თავისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები