შსს-მ თბილისში ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტები გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტი გამოვლინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის თქმით, სულ დაკავებულია ოთხი პირი. ერთ-ერთ ბრალდებულს გამოძიება ყალბი დოკუმენტაციის გასაღებასაც ედავება.
„დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებულია კუსტარული წესით დამზადებული, საბერძნეთის რესპუბლიკის სახელით გაცემული ყალბი დროებითი ბინადრობის და მართვის მოწმობები, საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი ყალბი პასპორტები, სხვა სახის ყალბი დოკუმენტები და ამგვარი დოკუმენტაციის დასამზადებელი დანადგარები“,- განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები