სამტრედიაში საპირფარეშოში გარდაცვლილი ახალშობილის ცხედარი იპოვეს

სამტრედიაში, ეზოს საპირფარეშოს ორმოში გარდაცვლილი ახალშობილის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ჩვილი რამდენიმე საათის დაბადებული იყო. თვითმხილველის თქმით, საპირფარეშოში შესულმა ორმოში რაღაც საეჭვო დაინახა, რომელიც ჩვილის ცხედარი აღმოჩნდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობდნენ. ოჯახის წევრები პოლიციამ სამტრედიის რაიონულ განყოფილებაში დასაკითხად გადაიყვანა. ექსპერტიზა ჩაუტარდა ოჯახში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს, თუმცა მისი ბრალეულობა არ დადასტურდა.

შსს-ს ცნობით, საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები