უზენაესი სასამართლო ხვალ როლანდ ბლადაძის საქმის განხილვას დაასრულებს

მიმდინარე წლის 10 მაისს, საქართველოს უზენაესი სასამართლო სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე საქმის განხილვას დაამთავრებს. სხდომა როლანდ ბლადაძის წარმომადგენლის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება. სასამართლო მოისმენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გიორგი პაპუაშვილის წარმომადგენლების სამართლებრივ პოზიციებს, გამოიკვლევს მტკიცებულებებს და უფლებამოსილია, არ გადადოს გადაწყვეტილების გამოცხადებაც.

“სასამართლომ უკვე მოისმინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებები დავის მორიგებით დასრულების შესაძლებლობებზე. ამასთან, სასამართლომ მოისმინა როლანდ ბლადაძის პოზიცია იმის შესახებ, რომ სამინისტროსთან შეხვედრები სულ სხვა პირობებით და შეთანხმებებით სრულდება, თუმცა სამინისტროს შემდგომი დოკუმენტური მასალა ამ პირობებისა და შეთანხმებების საწინააღმდეგოა. სასამართლომ სამინისტროს როლანდ ბლადაძის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის ორგანიზება დაავალა, თუმცა ამ დრომდე შეხვედრა არ შემდგარა და გაიზიარა მხარის პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირთან – მინისტრთან არ ხდებოდეს სასამართლოს საქმისადმი დამოკიდებულებებისა და როლანდ ბლადაძის მოთხოვნების სრულფასოვნად მიტანა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეს არსებითად განიხილავს და პარალელურ რეჟიმში ხელს შეუწყობს მორიგების პროცესის უზრუნველყოფას.

სახელმწიფოს უკანონო მოქმედებების შედეგად მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი გაცილებით მეტია, ვიდრე ჩამორთმეული ქონების დღევანდელი საბაზრო ღირებულება. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული უარს ამბობდა სახელმწიფო მიმართ ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ორგანოებში ყოველგვარ სარჩელზე, საჩივარსა და მიმართვაზე, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული დამოკიდებულებები საჭიროებდა სწორი სამართლებრივი და პოლიტიკური დასკვნების გაკეთებას. ამასთან, სასამართლოს სრული ინფორმაცია მიეწოდა იმის შესახებ, რომ როლანდ ბლადაძის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობდა სადარბაზო ფართი 13.0 კვ.მ და მანსარდი 59.31 კვ.მ ფართით, რომლის მარეგისტრირებელ ორგანოში გატარება, სახელმწიფოს მაშინდელი პოლიტიკური დევნის პირობებში, ვეღარ მოხერხდა და მის მფლობელობაში, თავიდანვე არსებობდა საცხოვრებელი ფართი 277.91 კვ. მ ფართობით, რომელი დასაბუთებაც სარწმუნოდ მიიჩნია საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა. შესაბამისად აღნიშნულ საკითხზე მხარეებს შორის შუთანხმებლობის გათვალისწინებით მორიგება ამ დრომდე ვერ შედგა”,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

საქმეს ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და ზურაბ ძლიერიშვილი განიხილავს. საქმეზე სხდომა 12:00 საათზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები