აგლაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირი დააკავეს

თბილისში, აგლაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
შს სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ჯერჯერობით არ აკეთებენ. თუმცა წინასწარი ინფორმაციით, გამოძიება გამოძალვის მუხლით მიმდინარეობს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, სამართალდამცავები მანქანას დაედევნენ, მისი გაჩერების შემდეგ კი ორი ადამიანი დააკავეს.
„მანქანას მისდევდა პოლიცია. დავინახე, რომ გააჩერეს მანქანა. არ ემორჩილებოდნენ პოლიციას და მანქანიდან არ გადმოდიოდნენ. ძალით გაუღეს კარები და შემდეგ ხელები შეუკრეს. მერე კი დამნაშავეები დაბლა დაწოლილები დავინახე,“ – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია აგლაძის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ ჩატარდა. წინასწარი ინფორმაციით კი, ორი პირია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები