თბილისში, ქმარმა ცოლი ქუჩაში ძირს დააგდო და ფეხებით სცემა – მამაკაცს სასამართლომ 6 თვე შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ზ.დ დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ზ.დ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს – ნ.მ-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ძირს დააგდო და ხელებით და ფეხებით სცემა. ზ.დ-ს ქმედებით დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სამართალდამცველებმა ზ.დ 2018 წლის 31 იანვარს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.დ სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები