ინტერნეტით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზებისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ინტერნეტის საშუალებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზების ფაქტზე დაკავებულ გიორგი გოგებაშვილსა და ნინო გეგელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდათ.
პროკურატურის მოთხოვნა, ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა.
საქმის პროკურორის განმარტებით, ორთვიანი ოპერაციის შედეგად, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ორივე პირის ბრალეულობას მიუთითებს, მათ შორის სატელეფონო საუბრები და მიმოწერა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა 27 წლის ნინო გეგელაშვილი და 24 წლის გიორგი გოგებაშვილი ნარკორეალიზების ბრალდებით 8 მაისს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები