„სტუდენტური დღეები 2014“ დაიწყო

     ვარდების მოედანზე 8 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ღონისძება „სტუდენტური დღეები 2014“ ოფიციალურად გახსნეს.
ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა. უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართელობების პრეზიდენტებს სიგელები გადაეცათ.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ჯგუფი „ფრანის” კონცერტი გაიმართა. „სტუდენტური დღეები“ არის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყოველწლიური ღონისძება, რომელიც განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წელს პროექტში მონაწილეობას საქართველოს 47 უმაღლესი სასწავლებელი იღებს. წელს „სტუდენტური დღეები” ქართველი ახალგაზრდების ევროპული მომავლის ეგიდით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები