დიდუბის რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

   სარემონტო სამუშაოების გამო დიდუბის რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით,სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
“13:00 საათიდან 17:00 საათამდე ერთსაათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, ვანის, წინამძღვრიშვილისა და ცაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს“,- აღნიშნულია“თელასის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები