ქსანში მომხდარ ავტოავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

​მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსანში მომხდარ ავტოავარიას, სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვია, ჯერჯერობით არ დასტურდება.
მომხდარის შედეგად, დაშავდა ათი ადამიანი. როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები