გია კორკოტაშვილი ნარკოტიკებით გარდაცვალების გახშირებულ შემთხვევებზე საზოგადოებას დუმილს უწუნებს

მოძრაობა “ქართული მისიის” ხელმძღვანელი გია კორკოტაშვილი თვლის, რომ სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაცვალების შემთხვევებთან დაკავშირებით, საზოგადოებამ, მათ შორის, საპატრიარქომ მეტი აქტიურობა უნდა გამოიჩინოს.
როგორც კორკოტაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,
„არის ნარკოტიკები, რომლებსაც ქართველი მომხმარებელი საერთოდ არ იცნობს, არც დოზირების შეგრძნება გააჩნიათ და მიმაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში ძალიან ცუდ როლს თამაშობს საზოგადოების დუმილი, ძალიან ცუდ როლს თამაშობს საპატრიარქოს მხრიდან ხმის არ ამოღება, შეიძლება რამეს ამბობენ, თუმცა, კანტიკუნტად. საპატრიარქომ ოფიციალურდ უნდა დააყენოს საკითხი შესაბამის ძალოვან სტრუქტურებთან და მათ მოუწოდოს, აღმოფხვრან „წამლის“ ყიდვა-გაყიდვის თემატიკა“, -აცხადებს გია კორკოტაშვილი.
მოძრაობა “ქართული მისიის“ ხელმძღვანელი არ ეთანხმება შეფასებას, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკა უწყობს ხელს შავ ბაზარზე “მკვლელი ნარკოტიკის” გავრცელებას და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ნარკოდამოკიდებული ადამიანების რიცხვი გაიზრდება, რაც სავალალო შედეგებს გამოიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები