თბილისის ზღვაზე 20 წლის ბიჭი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 20 წლის ბიჭი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა, თან ჰქონდა პირადი მობილური ტელეფონი და ჯიბეში ფული.
გარდაცვლილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმის მკვიდრია.
20 წლის ბ.გ-ძე ბათუმის საზღვაო უნივერსიტეტში 100-პროცენტიანი დაფინანსებით სწავლობდა.
ადგილობრივები ბ.გ.-ძეს დადებით და უნიჭიერეს პიროვნებად ახასიათებენ.
შემთხვევა გუშინ მოხდა. საღამოს, გარდაცვლილი გურიაში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
ბ.გ-ძე ოჯახის მეორე შვილია. მისი ძმა და მამა ამჟამად, თურქეთში სამუშაოდ არიან წასულები. ოჯახის წევრებისთვის, უცნობია რა უნდოდა ახალგაზრდა მამაკაცს თბილისში, როდესაც იგი ბათუმში სწავლობდა.
ოჯახის წევრები მათთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115 – ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები