თბილისში მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება

8 მაისს, 12:00 საათზე, მწერალთა სახლში თბილისის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.
რგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი,  თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და მწერალთა სახლის დირექტორი ნატალია ლომოური გაუძღვებიან. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ფესტივალის პარტნიორი საელჩოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 14- 19 მაისს გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში, თბილისს ეწვევა 24 ავტორი 21 ქვეყნიდან. მონაწილეთა შორის არიან ცნობილი პოეტები, პროზაიკოსები და საბავშვო მწერლები აშშ-დან, იტალიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, ბრაზილიიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან.
პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს და პანელ-დისკუსიებს.
თბილისის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება როგორც  მწერალთა სახლში,  ასევე, კავკასიურ სახლში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეფო უბნის თეატრში,  ავსტრიულ ბიბლიოთეკაში და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები