„ცხოვრება და კულტურა 1918-1921 წლების საქართველოში“ – დიმიტრი თუმანიშვილის ლექცია გაიმართება

10 მაისს, 16:00 საათზე, ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი თუმანიშვილის ლექცია: „ცხოვრება და კულტურა 1918-1921 წლების საქართველოში“ გაიმართება.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის ინფორმაციით, ლექცია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება.
მოხსენებაში საუბარი იქნება კულტურის იმ უმთავრეს მოვლენებზე, რომლებიც განსაზღვრავენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხანის ადგილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ასევე იმ გარემოებებზე, რომლებმაც გავლენა იქონიეს შემდგომი ათწლეულების შემოქმედებით და ინტელექტუალურ ცხოვრებაზე.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები