სოფიო ქაცარავა მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, კომიტეტის წევრებთან ერთად, მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით ვიცე-სპიკერის ხელმძღვანელობითა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით იმყოფება.

დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანია ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერება და ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება.

შეხვედრაზე მხარეებმა, სახელისუფლებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობისა და მათი ინფორმირებულობის შესახებ ღია მმართველობის პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.  „საქართველო – ღია მმართველობის პარტნიორობის ქვეყნებს შორის გახდა ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა. ჩვენ მზად ვართ, როგორც OGP-ს თავმჯდომარე ქვეყანამ გატარებული რეფორმების შესახებ გამოცდილება გავუზიაროთ ჩვენს კოლეგებს”, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრაზე, ღია მმართველობის თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს პრიორიტეტულ მიმართულებებზე და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებებზე გამახვილდა ყურადღება.

საუბარი ასევე, შეეხო ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას და ამ მიმართულებით პარლამენტის როლს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მრავალმხრივი თანამშრომლობის  ფორმატების როლზე და გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვების შესახებ საქართველოს ყოველწლიურ რეზოლუციაზე  გაამახვილა ყურადღება.  სოფიო ქაცარავამ ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაციის წევრები, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში,  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

სტუმრები დღეს უკვე შეხვდნენ ღია და გამჭირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს წევრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები