ირაკლი კობახიძე მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაცია მიიღო. შეხვედრაზე ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP), საკანონმდებლო ღიაობისა და ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრეს.  საუბარი, ასევე, შეეხო ღია მმართველობის პარტნიორობის ყოველწლიურ სამიტს, რომელსაც მიმდინარე წლის 17-19 ივლისს საქართველო უმასპინძლებს. მაროკოს სამეფოს პარლამენტის წევრთა განცხადებით,  ღია მმართველობის მიმართულებით, საქართველო ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა და ეროვნული სამოქმედო გეგის შემუშავების პროცესში ქართული გამოცდილების გაზიარება მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებსა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. ხაზგასმით აღინიშნა მეგობრობის ჯგუფების დაარსებისა და მათი შემდგომი ინტენსიური ურთიერთობის, ასევე გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობა. მხარეებმა ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს და ყურადღება ხალხთაშორისი დიპლომატიის განვითარებაზე გაამახვილეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, ასევე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მედიის თავისუფლების, ინფორმაციის ღიაობის და სხვა მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი გააცნო.

ირაკლი კობახიძემ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მზადაა, მაროკოს სამეფოს პარლამენტს  ღია მმართველობის პარტნიორობის მიმართულებით, მხარდაჭერა გაუწიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები