გურამ წიბახაშვილის 3 წიგნის წარდგენა გაიმართება

9 მაისს, 19:00 საათზე, ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის 3 წიგნის წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ „არტანუჯიდან“ აცნობეს, 80-იანი, 90-იანი და 2000-იანი წლების ფოტოამბებმა თავი მოიყარა პოპულარულ სერიაში – „თან საკითხავი“. წიგნები გამოსაცემად  თამთა გრიგოლიამ მოამზადა.
„ბიბლუსი გალერეაში“ მოსულ მკითხველს გურამ წიბახაშვილის ფოტოების მცირე გამოფენის დათვალიერების საშუალებაც მიეცემა. როგორც ავტორი ამბობს, „ფოტოგრაფია ხომ რაღაც დონეზე ცვლილებების ამსახველი ხელოვნებაა. მასში ყველა ცვლილება ნათლად ჩანს, ამიტომ ფოტოამბებმა შეიძლება უკეთ დაგვანახოს და გაგვახსენოს, თუ რა ხდებოდა ერთი ეპოქის დასასრულს.“
მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი, N7.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები