ლონდონში  ქართული ფილმების ფესტივალი გრძელდება

ლონდონში  ქართული ფილმების ფესტივალი გრძელდება. კინოჩვენებებს ახლავს თან საინტერესო დისკუსიები. ეროვნული არქივის წარმომადგენელმა – ნინო ძანძავამ წარადგინა ანდრო ჭიაურელის ფილმი „საქართველოს დამოუკიდებლობის ქრონიკები“. შემდეგ საუბარი შედგა თემაზე – საქართველოს პირველი რესპუბლიკა.
ასევე ლევან კოღუაშვილის ფილმის “გოგიტას ახალი ცხოვრება” ჩვენების შემდეგ გაიმართა შეხვედრა მაყურებელთან და პანელდისკუსია ქართულ კინოზე – კინოწარმოება პერესტროიკის პერიოდში.
მსჯელობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში – თამარ ბერუჩაშვილი, ბრიტანელი დოკუმენტალისტი და „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტი – ტერეზა ჩერფასი, ქართველოლოგი და მთარგმნელი – დონალდ რეიფილდი, არქიტექტორი – ნიკი ჯაფარიძე.
ფესტივალზე უჩვენეს რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი” და რატი ონელის „მზის ქალაქი”. რატი ონელი თავად შეხვდა მაყურებელს და ჩვენების შემდეგ შედგა კითხვა-პასუხი.
საზოგადოებამ ასევე ნახა დოკუმენტური ფილმი „ღვინო ჩვენი სისხლია“ – რეჟისორი ემილი რეიბეკი. გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ ფილმის რეჟისორი და მონაწილეები – ლუარსაბ ტოგონიძე და სომელიე ჯერემი ქუინი.
ლონდონის ქართული ფილმების მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება და 8 მაისს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები