ზუგდიდში საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტის ოთხი მძღოლი დააკავეს

ზუგდიდში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსის ოთხი მძღოლი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა ავტოსადგურის მძღოლები ერთმანეთს გუშინ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის და 150-ე, იძულების მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები