გლდანში პირუტყვის ქურდობისთვის ორი მამაკაცი დააკავეს
გლდანში ორი მამაკაცი ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ირკვევა, მათ ბრალი მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობაში ედებათ. აღნიშნული ფაქტი “კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.