“დღეს პოლიცია და ჯარი აბსოლუტურად დეპოლიტიზებული გახდა“

“ხელისუფლებაში ჩვენი გუნდის მოსვლის შემდეგ პოლიცია, ისე როგორც ჯარი, აბსოლუტურად დეპოლიტიზებული გახდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ტელეიმედის“ ეთერში ტოქ-ოუ “რეაქციაში” განაცხადა. პრემიერის თქმით, დღეს მოსახლეობას პოლიციის და პოლიციელის აღარ ეშინია.
“როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, მთავარი დანაპირები იყო, რომ მოსახლეობას დავუბრუნებდით თავისუფლებას. მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე არის დაცული და თავისუფალი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, სასამართლო დღეს ისეთი დამოუკიდებელია, როგორც არასდროს. ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი საქმით, რომ არასდროს ჩავრეულვართ და არ ჩავერევით სასამართლოს ფუნქციონირებაში და გადაწყვეტილებაში. ჩვენ სასამართლო გავათავისუფლეთ პოლიტიკური ზეწოლისგან“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები