გიორგი ხატიძე: სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია

ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ხატიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, ამ პოლიტიკის კიდევ ერთი დასტურია.
„ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. ამ პოლიტიკის კიდევ ერთი დასტურია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი. მოგეხსენებათ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. თუმცა, რა თქმა უნდა სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია. სამწუხაროდ, ყოფილი ხელისუფლების გაუაზრებელმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა, რომელმაც ვერ გათვალა იმ პერიოდში არსებული საფრთხეები, კიდევ უფრო დაგვაშორა ჩვენ, ჩვენს ოს და აფხაზ დებთან და ძმებთან. თუმცა, ჩატეხილი ხიდის აღდგენა სწორედ სამშვიდობო პოლიტიკის წარმოებითაა შესაძლებელი, რომლის არსებით შემადგენელ ნაწილს ის ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული, სამეცნიერო თუ სხვა ინიციატივები წარმოადგენს, რომელიც აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტითაა გათვალისწინებული და რომლითაც ჩვენი ოსი და აფხაზი დები და ძმები ისარგებლებენ. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგენს სწორ, პრაქტიკულ და პრაგმატულ მექანიზმს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, რომელიც ეკონომიკური, სავაჭრო, საგანმანათლებლო და სხვა მიმართულებით, სასარგებლო შესაძლებლობის გაჩენას გულისხმობს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პირებისთვის“, -აცხადებს გიორგი ხატიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები