გიორგი ტყემალაძე: მიწისქვეშა პარკინგების სიმბოლურ ფასად გადაცემაზე ოპოზიციის მხრიდან კითხვები არ დასმულა

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები სამ ლოკაციაზე მიწისქვეშა ავტოსადგომების მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების შესახებ მსჯელობენ. საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის თქმით, აღნიშნული საკითხი კომისიის სხდომებზე განიხილეს, რომელზეც იყო საქმიანი მსჯელობა და ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან ზედმეტი კითხვები არ დასმულა. მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ საკრებულოში პუშკინის სკვერის მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის საკითხზე ხმაურიანი სხდომები გაიმართა და აღნიშნულ  თემას ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან აჟიოტაჟი მოჰყვა.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ცალსახად იყო პოლიტიკური დღის წესრიგი, რადგან საკითხი ეხებოდა თანაინვესტირების ფონდს. ეს იყო სრული ისტერია, მიმართული საკრებულოს წინააღმდეგ. ეს იყო დებოშის მცდელობა, რომ ყველა მეთოდით წინასაარჩევნოდ სხდომები  ჩაშლილიყო. დღეს ჩვენ დავრწმუნდით ჩვენი მაშინდელი განცხადებების სიმართლეში. რადგან დღევანდელი განხილვები არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომ მაშინ ოპოზიციის პროტესტი იყო თანაინვესტირების ფონდის გამო“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, საკრებულო გადაწყვეტილებებს ყოველთვის მოსახლეობის ინტერესებიდან იყო გამომდინარე იღებს და დღესაც ასე მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები