„კინოში ასახული ცხოვრება“ – ლონდონი ქართული ფილმების ფესტივალს მასპინძლობს

ლონდონში მიმდინარე ქართული ფილმების მე-5 საერთაშორისო ფესტივალი პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს და ქართული კინოს 110 წლის იუბილეს ეძღვნება.
კინოპროგრამის გარდა დიდ ბრიტანეთში ფილმების პოსტერების გამოფენა, საინტერესო დისკუსიები, ქართული კულინარია და მუსიკალური ნაწილია წარმოდგენილი.
ფესტივალს „კინოში ასახული ცხოვრება” ბრიტანულ-ქართული საზოგადოება და ძველი ტრადიციის კინოთეატრი Regent Street Cinema ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით მართავენ.
დღეს ლონდონში ლევან კოღუაშვილის ფილმს „გოგიტას ახალ ცხოვრებას” და ელდარ შენგელაიას კლასიკას „ცისფერი მთებს” ნახავენ.  ჩვენების შემდეგ მაყურებელი რეჟისორებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები