„მე პაოლო ვარ“ – არგვეთში ნინო ჩხიკვიშვილის წიგნის წარდგენა გაიმართა

„მე პაოლო ვარ“ – ნინო ჩხიკვიშვილის ამ სახელწოდების წიგნის წარდგენა არგვეთში პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ნინო ჩხიკვიშვილმა საკუთარი წიგნი თავად წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას. ავტორმა წიგნის დაწერის იდეაზე, „ცისფერყანწელთა“ მძიმე ბედზე და პაოლოს პიროვნებაზე ისაუბრა.
წიგნის წარდგენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, არგვეთის პაოლო იაშვილი სახელობის სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და რიგითი არგვეთელები ესწრებოდნენ.
საინტერესო წარდგენის შემდეგ სიტყვით მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი გამოვიდნენ. მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. წიგნის ავტორს ნინო ჩხიკვიშვილს მერიის კულტურის, განათლების, სპორტს, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ლევან ჩხეიძემ საჩუქრად თავისი დამზადებული ხის სუვენირი ფრაზით – „მე პაოლო ვარ“ გადასცა.
ღონისძიება პაოლოს ლექსებითა და მხატვრული სიტყვებით საქართველოს სახალხო არტისტმა ნოდარ მგალობლიშვილმა, არგვეთის სკოლის მოსწავლეებმა და დამსწრე საზოგადოების წევრებმა გაალამაზეს.
საღამოს  ორგანიზება საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა გაუკეთა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება, პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმი, სოფელი არგვეთის საჯარო სკოლა, ტელეკომპანია „იმერვიზია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები